,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ქვემო ნატანების მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
2022-04-12 18:19:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ქვემო ნატანების მოსახლეობას შეხვდა .
შეხვედრაზე ადგილობრივებმა რწმუნებულს სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გათვალისწინებულ თანხას მათთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყენებენ.
პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ჯამში 1 086 000 მილიონი ლარი გამოიყო.