სიახლეები

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2022-04-14 15:26:00

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.

 

 „მშობლიური ენა ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ქართველი ხალხი მუდამ იბრძოდა ჩვენი ენის დასაცავად, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი, დღე როდესაც შევძელით შეგვენარჩუნებინა მისი სახელმწიფო სტატუსი. ჩვენი ვალია, წინაპრების მიერ შემონახული ეს უძვირფასესი საგანძური დავიცვათ, შევინარჩუნოთ და  გადავცეთ მომავალ თაობებს“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ. 

 

 ღონისძიების დასასრულს რწმუნებულმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.