სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოსწევრებმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში რვა ახალი პროექტის დაფინანსების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში შეიქმნება ახალი ტურისტული სივრცე, მოეწყობა გადმოსახედი, ზიპლაინი, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, სოფელ ამაღლებაში ტაძართან და მარანთან მისასვლელ გზას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდება ახალი, საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ცენტრი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის ქუჩას, ცენტრალურ მოედანს და მიმდებარე პარკებს. ნინოშვილის ქუჩაზე მოეწყობა დასასვენებელ - რეკრეაციული ზონა და განხორციელდება ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე .