სიახლეები

ოზურგეთის ტექნოპარკში ,,აწარმოე საქართველოს'' ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2022-04-15 16:38:00
ოზურგეთის ტექნოპარკში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა გურიაში მოქმედი მეწარმეებისთვის სააგენტოს ახალი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი დაესწრო.
 
 
სააგენტო ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს, რომელიც ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.
 
 
პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მასში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა შეავსონ ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე: www.tradewithgeorgia.com მიმდინარე წლის 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.