ახალგაზრდა მხატვრის ბექა ხინთიბიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა
2022-04-15 17:08:00
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ახალგაზრდა მხატვრის ბექა ხინთიბიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 80-მდე ფერწერული ნამუშევარი.
ღონისძიება პროექტის ,,ახალგაზრდა მხატვართა ხელწყობის“ ფარგლებში გაიმართა.