სიახლეები

კამპანია ,,კარდაკარ''-ის ფარგლებში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

2022-04-26 12:09:00

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNHCR-ის წარმომადგენლებმა კამპანია ,,კარდაკარ"-ის ფარგლებში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს,რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

აღნიშნული კამპანიის მიზანია მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირება და მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის ხელშეწყობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების რაოდენობა მცირეა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე იყოს რეგისტრირებული და ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რათა გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით და ყველა სახელმწიფო სერვისით. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, კამპანიის შედეგად გამოვლენილი უდოკუმენტო პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს უფასოდ მიიღებენ.