კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ზურაბ შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
2022-05-01 12:22:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში, ზურაბ შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნში ხანდაზმული და ღვაწლმოსილი გურულები, თავად მოგვითხრობენ განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ. ავტორის მიზანია მკითხველის დაინტერესება გურიით, ადგილობრივი კულტურით, ისტორიითა და გურიაში მცხოვრები ადამიანების ყოფით.
ზურაბ შევარდნაძის წიგნი „მობძანდი, შინ მობძანდი ნენა.." „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოიცა.