სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა

2022-05-04 10:46:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩატარდა.
 
ამერიკულმა სამხედრო ჯაზბენდმა „Rhine River Ramblers" ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კონცერტი გამართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აშშ-ს საელჩოს სახალხო დიპლომატიის ოფიცერი ალთია ქოლი მერფრი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მისი მოადგილეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწნენ.
 
ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR) ღონისძიებაზე მოიწვია გურიაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები, კონსულტაცია გაუწია მათ და ინფორმაცია მიაწოდა იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა.