სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიაში შეხვედრა გაიმართა
2022-05-05 15:11:00
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ოზურგეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით დანერგილი კვლევის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს.
ოზურგეთის ლაბორატორიაში არსებული კვლევები აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO 17025.