სიახლეები

აშშ-ს ელჩი ოზურგეთში რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

2022-05-05 16:18:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე გურიის რეგიონში  ამერიკის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.