სამხარეო ადმინისტრაციაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2022-05-06 12:25:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტ - "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში" შესახებ, რომელიც ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება.
პროგრამის მიზანია დეცენტრალიზაციის, ინკლუზიური და ფაქტებზე დაყრდნობილი პოლიტიკის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილზე საჯარო სერვისების მიწოდების ხელშეწყობა.