სიახლეები

გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნა

2022-05-09 18:12:00
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
გურიის რეგიონში 5 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებსაც რწმუნებული სახლში ესტუმრა და პირადად მიულოცა გამარჯვების დღე.
 
 
,,ვულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. ჩვენმა ქვეყანამ დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო მნიშვნელობის გამარჯვებაში. გურიის რეგიონში ხუთი ვეტერანი გვყავს, რომლებიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. მინდა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო,“- აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.
 
 
 
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.