პროექტის ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში'' ფარგლებში გამოფენა მოეწყო
2022-05-11 10:10:00
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნოს GURIAN-ART წევრთა და მოწვეულ სტუმართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვახტანგ მეგრელიშვილის, თეონა ღლონტის, ნინო ბასილაშვილის, მაია ჭყონიას, ეკა ცინცაძის, ირინა ტორონჯაძის, გია გვიჩიას , თანდილა თავართქილაძის, თამაზ დარჩიასა და ეკატერინე ოსტროვსკას 50-მდე ნამუშევარი.
გამოფენა პროექტის ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“ ფაგლებში მოეწყო.