სიახლეები

პროექტის - ,,გურიის ეროვნული პარკის შექმნა“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

2022-05-18 18:25:00
ოზურგეთის ტექნოპარკში პროექტიოზურგეთის ტექნოპარკში პროექტის - ,,გურიის ეროვნული პარკის შექმნა“ ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოში შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ერიკ ილესი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.
 
კონკურსში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 თემში: ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, მთისპირი - არსებულ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირებს, კოოპერატივებს ან საინიციატივო ჯგუფებს შეეძლოთ.
 
საგრანტო საბჭოს წინაშე სულ 9 საპროექტო იდეა იყო წარმოდგენილი.
 
გამარჯვებულ პროექტად დასახელდა ,,გოგიეთის ჩანჩქერი - ოჩენჩირი“, რომლის მიზანიც სოფლის ბუნებრივი პირობების შენარჩუნების გზით ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნაა.
 
პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.