ოზურგეთში ახალი ფილმის - ,,მე და ევროპა'' ჩვენება გაიმართა
2022-05-25 15:19:00
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველო-ევროკავშირის თემაზე გადაღებული ახალი ფილმის - "მე და ევროპა" ჩვენება გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
დოკუმენტური ფილმი აერთიანებს სხვადასხვა ისტორიებს საქართველოს ოთხი რეგიონიდან. ფილმი კიდევ ერთხელ ასახავს ქართველი და ევროპელი ხალხის საერთო ინტერესებს და ღირებულებებს.