ოზურგეთში 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს
2022-05-25 18:48:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
26 მაისს, ოზურგეთში, 10:00 საათიდან, თეატრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობებია დაგეგმილი.
საღამოს დასკვნითი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, თემურ თათარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად.
26 მაისის ღონისძიება იმართება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!