გურიაში დადებითი დინამიკა შეინიშნება ინვესტიციების მოცულობის ზრიდს კუთხით. გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიები. საქართველოს მთავრობის პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურიაში 2 მილიონიანი ინვესტიციით თურქული კომპანია შემოვიდა, რომელიც სამკერვალო ფაბრიკას გახსნის და Zara, Mango, Massimo Dutti, Espriti და ა.შ.ბრენდების ჯინსებს შეკერავს.
მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ტურიზმის სფეროშიც, 15 მილიონიანი ჩეხური ინვესტიციით გაიხსნა ახალი სასტუმრო შეკვეთილში. შვეიცარიული ინვესტიციებით ხორციელდება ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის განვითარება.