ასისთავა (ლათ. Centaureum minus);
სინონიმები: (Centaureum erythraea, Erytrhraea centaureum) — ერთ ან ორწლიანი ბალახეული მცენარე, 10-40 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვანი სწორმდგომი ღეროთი. ღეროს ძირში განწყობილი ფოთლები წაგრძელებულ - უკუკვერცხისებრი და თავბლაგვია, ღეროზე ერთიმეორის პირდაპირ განწყობილი ფოთლები კი ლანცეტა და ბლაგვწვეტიანია.
თანაყვავილედი ქოლგისებრი საგველაა. ყვავილები ვარდისფერ-წითელია. ასისთავა ყვავილობს ივნის-სექტემბერში დაგრძელდება 5 დღეს.
გავრცელებულია ტყისპირა ველებსა და მდელოებზე მთის შუა სარტყელამდე. მადისმომგვრელ, საჭმლის მომნელებელ, მატონიზირებელ საშუალებად ხარობს მდელოებზე, ტყისპირებში. გურიაში – ხინახინას ეძახიან, ნედლეულად იყენებენ მცენარის მიწის ზედა ნაწილს. მას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც როზეტის ფოთლებს ჯერ არ დაუწყიათ გაყვითლება და გახმობა. ასისთავა შეიცავს 1%-მდე ალკოლოიდებს, 0,3% -მდე გლიკოზიდებსდა ასკორბინისმჟავას. ასისთავას ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ მადის მოსამატებლად, პერისტალტიკის გასაძლიერებლად ასევე კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს.