ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გურიის მთების ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვის 11 კმ-იანი სანაპირო (საკურორტო) ზოლი. ამ ტერიტორიაზეა კურორტი გრიგოლეთი.
ისტორიულ წყაროებში ლანჩხუთი მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. იგი ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს.
ლანჩხუთი ზღვის დონიდან 20 მეტრზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში 15 ადმინისტრაციული ერთეული და 54 სოფელია. მუნიციპალიტეტის უმეტესი ნაწილი სუბტროპიკულ ზონას წარმოადგენს. ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,8 0C, ნალექები _ 1980 მმ წელიწადში.
ლანჩხუთი ფოთიდან 42 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწები პირდაპირ ესაზღვრება ფოთის სამრეწველო ტერიტორიებს.
მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებით შეადგენდა 40507 ადამიანს, ღღეის მონაცემებით ლანჩხუთში 30 200 მოსახლეა.
მუნიციპალიტეტის მიწის მთლიანი ფონდი შეადგენს 49860,9 ჰა-ს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლადა ხელოვნური წყალსაცავები და ტბორები.