სიახლეები

გიორგი ხანიშვილი გურიის და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

2022-07-08 14:30:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.
 
შეხვედრას, რომელიც დაბა ურეკის კულტურის სახლში გაიმართა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ქეთევან მოისწრაფეშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა დაესწრნენ.
 
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მავნებლის მონიტორინგის, კონტროლისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მობილიზებულია ყველა რესურსი და აქტიური ღონისძიებები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით ყოველდღიურად ტარდება.