სიახლეები

პროექტის ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში'' ფარგლებში გამოფენა მოეწყო

2022-07-19 11:49:00
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნოს GURIAN-ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
 
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები.
 
 
 
გამოფენა პროექტის ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“ ფარგლებში მოეწყო.