სიახლეები

ოზურგეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა

2022-10-22 18:58:00
ოზურგეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან ხარაბაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
 
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაეთვალიერებინათ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
 
კამპანიის მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.