სიახლეები

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა

2022-10-23 18:46:00
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,წუთისოფელი“ გაიმართა.
 
ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.