სიახლეები

ოზურგეთში ,, ალეგრობა 2022'' აღინიშნა

2022-11-07 09:42:00
დღეს ოზურგეთში სახალხო დღესასწაული ,,ალეგრობა 2022“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
 
ალეგრობის სახალხო დღესასწაულზე საპატიო ოზურგეთელები დააჯილდოვეს, ასევე, გაიმართა სხვადასხვა სპორტული ასპარეზობები, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ჩატარდა მასტერკლასები. ღონისძიება გალა კონცერტით დაიხურა.