სიახლეები

ოზურგეთში ჭადრაკის მუნიციპალური ჩემპიონატი დასრულდა

2022-12-15 15:04:00
ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დასრულდა მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ასაკის 18 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
 
ჩემპიონატს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
 
გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.