სიახლეები

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

2023-04-09 15:21:00
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
 
 
,,ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 34 წელი გავიდა. საბჭოთა რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას 21 გმირი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის იყვნენ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა პატივისცემა თითოეული 9 აპრილის გმირის მიმართ, ქედი მოვიხარო გარდაცვლილების ხსოვნის წინაშე და მადლობა ვუთხრა თავისუფლებისთვის“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.