სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი წარადგინეს

2023-05-05 15:01:00
სამხარეო ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი - „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“ წარადგინეს.
 
ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია.
 
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ზაზა შოშიტაიშვილი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.