სიახლეები

ტექნოპარკში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

2023-07-07 15:03:00
ოზურგეთის ტექნოპარკში პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივ ინიციატივით და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან თამარ ქიტიაშვილთან ერთად დაესწრო.
 
,, გურიის რეგიონში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა მათ წინაშე არსებული გამოწვევები შრომის ბაზარზე პროფესიულ კადრებთან დაკავშირებით. რეგიონში უკვე გვაქვს შესაძლებლობა სამივე მუნიციპალიტეტში პროფესიულმა სასწავლებელმა მიიღოს და გადაამზადოს კადრები შესაბამისი პროფესიებით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები, რათა ბიზნეს სექტორმა შეძლოს იმ სერვისებით სარგებლობა, რასაც სთავაზობს მათ სახელმწიფო“,-აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.