სიახლეები

ოზურგეთში სოფლის სახალხო დღესასწაული ,,დვაბზუობა'' გაიმართა

2023-07-20 10:12:00
ოზურგეთში, სოფელ დვაბზუს შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლის სახალხო დღესასწაული ,,დვაბზუობა" გაიმართა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და ადგილობრივებმა მიიღეს. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტრადიციული რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა. ასევე, მოეწყო საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები.
 
სოფლის სახალხო დღესასწაულს მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.