სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში UNDP- GPF პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2023-11-01 12:11:00
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობა, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლიდან ახორციელებენ ფართომასშტაბიან შვიდწლიან პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას.
 
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, პროექტის მენეჯერი თამარ გუგუშვილი, მრავლობითი საფრთხის რისკის მართვის ექსპერტი თამარ ბაკურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
შეხვედრაზე მხარისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში მდინარე სუფსისა და ნატანების აუზებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე.