სიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

2024-03-06 10:55:00
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნიგვზიანის, ნინოშვილის, აკეთის , ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.
 
 
 პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მის შესასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 124 326 ლარი გამოიყო.