სიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა

2024-03-12 15:12:00
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად.
 
ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და მომავალ თაობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გურიის რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში და ამისი ნათელი დადასტურებაა დღევანდელი დღე“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.