სიახლეები

ამაღლების დღესასწაული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში

2024-06-13 13:39:00
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა საზეიმო წირვა - ლოცვა აღავლინა.
 
ლიტურგიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად დაესწრო.