სიახლეები

გურიაში მავნებლის - ყავისფერი მარმარა ბაღლინჯოს წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებები გატარდება

2017-02-23 15:42:00

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - ყავისფერი მარმარა ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავების მიზნით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება. კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში შემუშავდა საგანგებო და გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ფერმერთა ცნობიერების ამაღლება, მუდმივი მონიტორინგი და პროცესის მართვა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები სოსო ერქომაიშვილი, გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული და ამავე სააგენტოს თანამშრომლები. ასევე, საკრებულოების დაპუტატები და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები. ყავისფერი მარმარა ბაღლინჯოს გავრცელება გასული წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ის ძირითადად აზიანებს თხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. აქტიურობის პერიოდში 100-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს.