სიახლეები

ჩქარუსნულ ავტომაგისტრალზე ახალი გზა - სამტრედია-გრიგოლეთის 18,5 კმ-იანი მონაკვეთი შენდება

2017-03-24 17:38:00
➡ ჩქარუსნულ ავტომაგისტრალზე ახალი გზა - სამტრედია-გრიგოლეთის 18,5 კმ-იანი მონაკვეთი შენდება. სამტრედია-გრიგოლეთის II მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა სიმონიამ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ➡სამტრედია-გრიგოლეთის II მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. აღნიშნული სამუშაოები 2018 წელს დასრულდება. შემცირდება მგზავრობის დრო და სატრანსპორტო ხარჯები. დასაქმებულია 375-მდე ადამიანი. ➡ პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: • 18.5 კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობა • 9 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა • 3 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა ➡ 2020 წლისთვის 800 კმ-მდე გზის მშენებლობაა დაგეგმილი ➡ 2013-2016 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აშენდა - 107,5 კმ. გზა პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.