სიახლეები

ჩოხატაურში გივი მათითაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

2017-03-31 17:15:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბის ერთ-ერთ ქუჩას პოლიციის მაიორის გივი მათითაშვილის სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მათითაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი პირები. „დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი მეუღლის სახელი არ დაიკარგა და ჩვენმა მთავრობამ მისი ღვაწლი დააფასა“- აღნიშნა გმირულად დაღუპული პოლიციელის მეუღლემ ნონა ქადარიამ. როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა პოლიციელი გმირია და ყველა ის ადამიანი, ვინც სამშობლოს თავი შესწირა იქნება სახელმწიფოსგან დაფასებული. 1946 წელს სოფელ ხიდისთავში დაბადებული გივი მათითაშვილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე იყო. ის 1993 წლის 31 მარტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ყაჩაღებთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.