სიახლეები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კურორტ ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

2017-04-14 12:10:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კურორტ ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემმუშავებელი ჯგუფის წარმომადგენლებმა, საქმიანობის მესამე ეტაპის ფარგლებში, წინასაპროექტო კვლევისა და დამუშავებული გეგმარებითი დავალების პროექტის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთებთან (ლეგალიზაცია-რეგისტრაციასთან) დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რაც გასათვალისწინებელია ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში. მას შემდეგ რაც დაგეგმარებით დავალებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს კურორტ ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა გაგრძელდება. პრეზენტაციას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე, ჩოხატაურის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.