სიახლეები

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს საჩუქრად „ჰუმანას“ პროდუქცია გადაეცა

2017-05-17 17:08:00

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს საჩუქრად „ჰუმანას“ პროდუქცია გადაეცა. პროგრამაში ჩართული არიან უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები (65000-მდე სარეიტინგო ქულით), რომლებსაც ხელოვნურ კვებაზე მყოფი ერთ წლამდე ბავშვი ჰყავთ. პროგრამა გრძელდება 1 წლის შესრულების შემდეგ ახალი ბავშვის ჩანაცვლებით. აღნიშნული აქცია გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ერთობლივი ძალისხმევით იმართება.