სიახლეები

ჩოხატაურში მსოფლიო ბანკის უცხოელი ექსპერტები იმყოფებიან

2017-05-18 16:21:00

ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მსოფლიო ბანკის უცხოელი ექსპერტები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მიზანი გახლავთ მსოფლიო ბანკის მიერ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისათვის მოსახლეობის გამოკითხვა, საჭიროებებისა და არსებული გამოწვევების კვლევა.