სიახლეები

ქალაქ ოზურგეთის სპორტის სასახლეში შშმ პირებს შორის გურიის რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა

2017-06-13 10:02:00

ქალაქ ოზურგეთის სპორტის სასახლეში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის, დღეს გურიის რეგიონალური რიგით მესამე ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის შშმ პირმა მიიღო. ჩემპიონატი სპორტის ოთხ სახეობაში - ჭადრაკში, ნარდში, შაშსა და მკლავჭიდში მიმდინარეობდა. ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელები სპეციალურად დაწესებული თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გურიის მხარის ოლიმპიურმა კომიტეტმა და შპს „გლობალ ექსპორტმა“.  გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულ გუნდს დავით ჟღენტის სახელობის გარდამავალი თასი გადასცეს გურიის გუბერნატორის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა და საქველმოქმედო ასოციაციაცია „გურიას“ ხელმძღვანელმა რომან ლომაძემ.  „ყოველწლიურად ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი სპორტული ტურნირის მომსწრენი ვხდებით. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით დგომა. ახალგაზრდებო გულითადად გილოცავთ ჩემპიონატში გამარჯვებას და მომავალ ასპარეზობაში გისურვებთ წარმატებებს“-აღნიშნა ქეთევან მოისწრაფეშვილმა.