სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში პირველი გამოსაშვები ზეიმი ჩატარდა

2017-06-15 15:31:00
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში პირველი გამოსაშვები ზეიმი ჩატარდა.
 
საზეიმო ღონისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა საბავშვო ბაღი დაათვალიერეს.
 
სოფელ ცხემლისხიდში საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება 394 137 ლარს შეადგენს.
 
75 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადპტირებული შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით.