სიახლეები

გურიაში ამ ეტაპისთვის ვითარება სტაბილურია

2017-09-29 09:47:00

"უხვი ნალექის შედეგად გურიის რეგიონში პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები დაფიქსირდა. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დაეტბორა საცხოვრებელი სახლები და ასევე საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილზე მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახურები. ამ ეტაპისთვის ვითარება სტაბილურია.
შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და კვლავაც აგრძელებს მუშაობას. ვაწარმოებთ შემოვლას მუნიციპალიტეტების სოფლებში და ვეცნობით არსებულ ვითარებას“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიის რეგიონს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, რეგიონში აღარ წვიმს.