სიახლეები

გურიის გუბერნიაში სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2017-10-16 14:45:00

გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. იმსჯელეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე და პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა დასახეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.