სიახლეები

გურიის გუბერნატორმა სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა

2018-01-03 15:50:00

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ დღეს რეგიონში სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა. მერაბ ჭანუყვაძემ მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

„მოვინახულეთ ოზურგეთში და ლანჩხუთში მცხოვრები რამოდენიმე სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახი, მივულოცე დამდეგი ახალი წელი და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის სწორედ ასეთი ოჯახების გვერდით დგომა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც“- განაცხადა გუბერნატორმა.