სიახლეები

გურიის გუბერნატორის სააღდგომო მილოცვა

2018-04-08 01:24:00

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. ეს არის დღე, როდესაც სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა, სიკეთემ ბოროტება დაამარცხა. დღე, რომელიც  ჩვენთვის განსაკუთრებულია, ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანია.

ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ ამაღლებას. მრავალ აღდგომას დაესწარით!!!

 

პატივისცემით, გურიის მხარის გუბერნატორი - მერაბ ჭანუყვაძე