სიახლეები

წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ოზურგეთში

2018-09-13 10:20:00

სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ოზურგეთში იმყოფებოდნენ. მათ გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან, გუბერნატორის მოადგილესთან არჩილ ყაზაიშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.

ამ ეტაპზე, სპეციალისტები სწავლობენ ინერტული მასალების მომპოვებლების საქმიანობის კანონიერებას, რის შედეგადაც, ისინი გუბერნატორს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში წარუდგენენ დასკვნას.