სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ლანჩხუთის მერიაში

2018-09-13 10:30:00

გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერთან ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ტაბიძესთან და სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გუბერნატორმა შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.