სიახლეები

გუბერნატორმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა

2018-09-13 10:31:00

„თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. ეს არის თქვენი ცხოვრების ყველაზე კარგი და საინტერესო ეტაპის დასაწყისი. მიხარია თქვენი წარმატება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონს ასახელებთ“ - გუბერნატორმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა.

დღეს, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100% - იანი გრანტით ჩაირიცხნენ სტუდენტობა მიულოცა და წინსვლა უსურვა.

შეხვედრას, რომელიც ოზურგეთის საგანმანათლებო რესურსცენტრში გაიმართა დაესწრნენ რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და საჯარო სკოლების დირექტორები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წელს 308 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. აქედან 53 - მა მოიპოვა სხვადასხვა ტიპის სასწავლო გრანტი. (სახელმწიფო გრანტი 50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი დაფინანსებით).