სიახლეები

გუბერნატორი საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა

2018-09-13 10:56:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან გია ებრალიძესთან ერთად, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ზურაბ ნასარაიამ საბჭოს წევრებს დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტების მიმდინარეობა გააცნო. ასევე, ისაუბრა ტურიზმზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. ყურადღება გაამახვილა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებები რეგიონში ინტენსიურად ტარდება.

საზოგადოებრივი საბჭო არის რწმუნებულ-გუბერნატორთან შექმნილი სათათბირო ორგანო. საბჭოს წევრების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პრობლემური საკითხების მოძიება, დამუშავება და რეკომენდაციების სახით მიწოდება გახლავთ, რომელთა გათვალისწინებაც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. აღნიშნული საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება.