სიახლეები

გუბერნატორი სოფელ მელექედურის მოსახლეობას შეხვდა

2018-09-15 15:32:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ ნასარაიამ ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„მელექედურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ყველაზე აქტუალურ გაზიფიცირების საკითხზე. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდა, თუმცა გაზის გარეშე დარჩენილია რამდენიმე სოფელი და ამ საკითხს უახლოეს მომავალში ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად მოვაგვარებთ“- განაცხადა გუბერნატორმა.